ჩვენ ვახორციელებთ, ვანვითარებთ, ვაუმჯობესებთ პროექტებს!

«მარმაქს»-ი - ახალი, ევროპული ფორმატის დინამიურად განვითარებადი საინვესტიციო-სამშენებლო კომპანია.
მრავალპროფილური დეველოპერი, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ბაზარზე პრემიუმ კლასის ბიზნესის, ასევე ქალაქგარეთ მცირესართულიანი მშენებლობის სეგმენტში.

2018 წელს «მარმაქს»-მა გადაწყვიტა შექმნას საკუთარი დეპარტამენტი საქართველოში კომპანია «MARMAX GEORGIA»-ს სახით.

თითოეულ ჩვენს პროექტს საფუძვლად უდევს ოცნება - შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, რომელიც გარემოს უფრო კომფორტულს და ნათელს გახდის. ჩვენ ვქმნით კომფორტულ, ესთეტიურად მოწყობილ, საიმედო და უსაფრთხო საცხოვრებელ სივრცეს.
კომპანიის პროექტები მაღალ შეფასებას იღებენ როგორც კლიენტებისგან, ასევე ბაზრის პროფესიონალი მოთამაშეებისგან. ჩვენი ღირებულებებია - გაყიდვებისადმი ინოვაციური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ დონეს, მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებში და საკოტეჯო დასახლებებში ქმნის კომფორტის განუმეორებელ ატმოსფეროს.

«მარმაქს»-ი დღეს - 350 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მზარდი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც იძლევა მაღალი ხარისხის პროექტების შეუფერხებელი მშენებლობის უზრუნველყოფის საშუალებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ საიმედო პარტნიორებთან და სამშენებელო და მოსაპირკეთებელი მასალების მსოფლიოს წამყვან მომწოდებლებთან.
მთავარი ამოცანები, რომლებსაც ვწყვეტთ «მარმაქს»-ის სპეციალისტები– არის თანამედროვე პროექტების რეალიზაცია საცხოვრებელი უძრავი ქონების სფეროში, ხარისხიანი, დაბალანსებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის შექმნა. კომპანიის მუშაობის პრინციპს წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა და სამუშაოს საბოლოო შედეგის ხარისხზე აქცენტირება.

უძრავი ქონების ეტალონური ობიექტების შექმნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი კლიენტებისთვის სტაბულურობას და უძრავ ქონებაში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების შემოსავლიანობას.

ჩვენი მიზანია მივაღწიოთ მაღალ ეფექტურობას ჩვენს საქმეში, ამიტომ თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს ვაგებთ პატიოსნებასა და ნდობაზე. ბიზნესის წარმოების გამჭვირვალობა, გახსნილობა - ჩვენი პრიორიტეტებია.